რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ევტიხ ხაჩიძე უხელმძღვანელებს.
როგორც რუსთავის მერიაში გამართული ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება.
ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, სამსახურს გაძლიერების მიზნით, ფუნქციები გაეზრდება. იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზებაც.
დღესვე, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა იმ სამშენებლო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია, სადაც მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.