საქართველოში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა.

ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს უკვე მიმართა 15-მა დაწესებულებამ.