გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 21 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში წინწყარო, ქოსალარი, გოლთეთი, ქსოვრეთი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ვაზიანი, ფონიჭალა, ფოლადაანთკარი, კრწანისი და მიმდებარეს სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, 9 მაისის, გაგარინის, სიხნოს, კომისარიატის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ოროზმანი, პანტიანი, გუგუთი, საფარლო და მიმდებარე სოფელბში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.