კორონავირუსი: 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 545 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 605 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 350, „პისიარ“ ტესტით – 30 255.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 015 592 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 943 212 გამოჯანმრთელდა, 14 555 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 632 527 აცრა, დღიურად აცრილია 9 340.