რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციისთვის, ავტომობილს პოლიციის ნიშანი აქვს, თუმცა როგორც TV4-მა გაარკვია, მანქანა სამართალდამცავი ორგანოს ბალანსზე არ არის და ის კერძო საკუთრებაა.
TV4 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშრებას ცდილობს და დეტალებს არკვევს.