რომელ მისამართებზე არ იქნება შუქი

“ენერგო პრო ჯორჯიას” ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

“5 იანვარს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთის მევენახეობა და მიმდებარე სოფელბში;
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში საცხენისი, გარდაბანი, მარტყოფი, სააკაძე, სართიჭალა, ნასაგური და მიმდებარე სოფელბში;
15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, მანგლისი, კოდის წყარო, შეხვეტილა, ჭინჭრიანი და მიმდებარე სოფელბში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.”- ნათქვამია განცხადებაში.