ქვემო ქართლში “ომიკრონის” შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში. როგორც TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა, ინფიცირების შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, ომიკრონის შტამი დაუდასტურდა 18 წლამდე პირს, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობას ბინაზე გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სტაციონარში გადაყვანას არ საჭიროებს.

თეა ბაკაშვილის ცნობით, ამ დროისთვის, მხარეში საწოლფონდის კუთხით სიტუაცია სტაბილურია. მისივე თქმით, რეგიონში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის მომზადებული 500-ზე მეტი საწოლიდან 50% თავისუფალია.