ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ბოლნისის, მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 70 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოიპოვეს და მათი ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.

მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.