გამყრელიძე: თებერვლის პირველ დეკადაში შეიძლება დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს

ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ჰოპიტალიზაციის მაჩვენებლი ნაკლები იქნება.

„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ აქ, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა დიდი ალბათობით შემცირებული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.