კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში  80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 913 528 გამოჯანმრთელდა, 14 218 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 553 749 აცრა, დღიურად აცრილია 1 899.