ხვალიდან საჯარო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

ხვალიდან საჯარო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხო, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეეძლოთ გადაწყვეტილება თავად მიეღოთ და   უქმე დღეებად გამოეცხადებინათ ეს პერიოდი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, ისინი სწავლას 17 იანვრიდან განაახლებენ.