მიწის უკანონო მოპოვების ფაქტი ქვემო ქართლში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის კანონმდებლობის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოხსნეს და გადააადგილეს მიწის ნაყოფიერი ფენა.

დეპარტამენტის ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, უკანონოდ მოხსნილი მიწის ნაყოფიერი ფენა, მოხსნის ადგილზე დააბრუნეს.