ჭყონდიდელის დასახლებასთან საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, რეზინის საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაა. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153.