4 იანვარის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 520 230 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 291 383 ადამიანი, რაც მოსახლეობის 44.9%-ს შეადგენს.
სრულად ვაქცინირებულია 1 152 662 ადამიანი, რაც მოსახლეობის 40.1%-ია. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 74 813 ადამიანს. 3 იანვარს 4 520 ადამიანი აიცრა.
რაც შეეხება რეგიონს, დეკემბრის მონაცემებით, დაბალია რეგიონში სამიზნე აუდიტორიის ვაქცინაციის მაჩვენებელი და 33,6%-ს შეადგენს, რუსთავში ეს მაჩვენებელი 54.4 %-ია.
>60 წლის ზემოთ ასაკის ქვემო ქართლში აცრილია კვირაში 1 234, სულ 21 638, რაც სამიზნე აუდიტორიის 28%-ს შეადგენს.









