რუსთავში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა[ვიდეო]

რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მთელი დღის მანძილზე პატარებისა და სტუმრების განწყობაზე ილუზიონისტები, ლიტერატურული თეატრის მსახიობები და სანტა ზრუნავდნენ.

მოეწყო საახალწლო სოფელი და სანტას კუთხე ბავშვებთან შესახვედრად, გაიმართა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები.
დღის ბოლოს ჯგუფი New One და ბენდის მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.