რუსთავის საჯარო სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.
როგორც TV4-ს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სკოლებში ჯამში 60 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 40 მოსწავლეა, 20 კი მასწავლებელი.
სრულად დისტანციურ სწავლებაზე ამ ეტაპზე არცერთი სკოლაა გადასული. ცნობისთვის რუსთავის სკოლებში სწავლა 17 იანვარს განახლდა.