24 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 24 იანვარს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო, ლელაშხა, მინ. საბჭო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, 26 მაისის, სულხან საბას, პუშკინის, მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.