რუსთავში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს 200 თანამშრომელს კოვის 19-ზე ტესტირება ჩაუტარდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების, კონტროლიორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირებას, ანტიგენის სწრაფი ტესტით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ.

მასობრივი ტესტირების პროცესი დღეს დაიწო და ხვალაც გაგრძელდება. დღეს სწრაფი ტესტით 90-მდე პირი გაიტესტა, მომდევნო დღეებში კი ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამასახურის თანამშრომლების ტესტირება მოხდება.

მასობრივი ტესტირება გასულ კვირას, მერიის სხავადასხვა სამსახურების თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

მუნიციპალიტეტის ცნობით, რუსთავში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხევევბის რაოდენობამ იმატა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, მერიის სამსახურების საქმიანობის შეფერხება რომ არ მოხდეს, შენობაში კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ხდება, თანამშრომლებს კი ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.