18 იანვრის ეპიდვითარება: კორონავირუსით კიდევ 7 521 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების რეკორდული 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 285 დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.

ვირუსისგან გარდაიცვალა 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.26%.

სულ ჩატარდა 2 622 459 აცრა, დღიურად აცრილია 9 290.