ქალაქის თეატრის წარმატება – რუსთაველები დაჯილდოვდნენ

საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გამართულ ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რუსთავის თეატრის მსახიობები და მხატვარი დაჯილდოვდნენ.

ქალაქის თეატრის მსახიობებს, ნუკრი არჩვაძესა და ლარისა ხაჭაპურიძეს ნოდარ მგალობლიშვილისა და აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცათ. თეატრალურმა საზოგადოებამ ასევე დააჯილდოვა რუსთავის თეატრის მხატვარი, ბარბარა ასლამაზიშვილი. მას საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარისთვის, ციფრული ფესტივალის Moozart-ის და თბილისის ნ.დუმბაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექმნილი სპექტაკლისთვის “ორთა ბოდვა” გადაეცა.

ცნობისთვის, შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება შეხვედრებს ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ყოველ წელს მართავს და მსახიობებს ამავე საზოგადოების პრემიებით აჯილდოებს.