ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 30 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.