კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ქვემო ქართლის რეგიონში  108 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, გარდაიცვალა 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.

4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 307 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 პირი.