ქვეყანაში 2022 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 

რეგულაციების ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ნაწილი კი ძალაში ეტაპობრივად წლის განმავლობაში შევა. მიმდინარე თვეში გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ საჯარო სექტორში დასაქმებულები და პენსიონერები.

ტაქსიში ან ბავშვის თანდასწრებით ავტომობილში თამბაქოს მოხმარებისთვის  დაჯარიმდებით. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი თავად მოიხმარს თამბაქოს 200 ლარით დაჯარიმდება, ხოლო კანონის დამრღვევი მგზავრისთვის კი 100-ლარიანი სანქციაა გათვალისწინებული.   მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

ასევე ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის გამოცდებთან და მოპედების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც. უკვე ამოქმედდა დაბეგვრის ახალი სისტემა სათამაშო ბიზნესისთვის. რაც შეეხება 25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვას, რეგულაცია ძალაში პირველი მარტიდან შევა.