ბოლნისში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ვალენტინა ნავერიანმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის წამახალისებელი ინიციატივა გააცნო, რომელიც 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემას ითვალისწინებს.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.