12 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე;

12:00-დან 13:00 საათამდე – რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, თოდრიას ქუჩებზე;

13:00-დან 14:00 საათამდე – მე-7 და მე-7ა მიკრორაიონებში, შარტავას, ლომოურის, თოდრიას ქუჩებზე;

14:00-დან 15:00 საათამდე – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.
12:00-დან 16:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, გამარჯვება, რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

15:00-დან 17:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში ახალსოფელი, საცხენისი, მარტყოფი, თელეთი, ნასაგური, სართიჭალა, სააკაძე.

11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, ერეკლე მეორეს, ახუნდოვის, ბერიტაშვილის, აზი-ასლანოვის, მაზნიაშვილის, გიორგაძის, აბდულა შაიგის, რასულზადეს, ბორჩალინის, ბაქოს, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, უიარაღოს ქუჩებზე.

14:00-დან 16:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, სადახლო, ქვემო სარალი, შულავერი.
12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო და ქვემო ბოლნისი, ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, ნახიდური, კუდრო, ქ. ბოლნისში მაშავერას, ათონის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.