ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო გარდაიცვალა 30 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 191 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.62%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.