16 იანვრის ეპიდვითარება – კორონავირუსით კიდევ 5 504 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 304 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ინფიცირების 189 შემთხვევა აღირიცხა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 990 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 925 137 გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.

15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი, გარდაიცვალა 30.