“ენერგო პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
18 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, წითელი ხიდი, კესალო, ქირაჩმუღანლო, ქუთლიარი, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, ბოტანიკა, კალინინო, ვახტანგისი და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის და ცემენტის ქარხნის მიმდებარედ;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-16, მე-18, მე-17, მე-12 მიკრორაიონებში, მესხიშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო, სამგორი, ნასაგური, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.