“სოლიდარობა და თანადგომა რუსთავის მეგობარ ქალაქებს უკრაინაში”

“მთელი გულით მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის! ივანო-ფრანკოვსკი, ხმელნიცკი, კრივოი როგი, ვინიცა, ჩერკასი- ეს ის ქალაქებია, რომლებთანაც რუსთავს და რუსთაველებს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს.

ჩვენ ამ მძიმე დღეებში, ხშირი კონტაქტი გვაქვს მათთან, როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებით.
დღეს ისინი დიდი განსაცდელის წინაშე დგანან, აუცილებლად გაიმარჯვებენ ამ ბრძოლაში, რადგან საკუთარ მიწას და სამშობლოს იცავენ!

ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა რუსთავის მეგობარ ქალაქებს უკრაინაში და სრულიად უკრაინას!”- წერს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.