რუსთავის მუნიციპალიტეტი დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს[ვიდეო]

რუსთავის მუნიციპალიტეტი რუსთავის დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, აქტიური კომუნიკაცია აქვთ რუსთავთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული დახმარება მათი საჭიროების მიხედვით დაგეგმეს.

რუსთავის პირველმა პირმა, აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს.

“რუსთავის მუნიციპალიტეტს უკრაინის ქალაქებთან უკვე წლებია, განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. ეს ქალაქები, ყველამ ვიცით, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქის  მერია აქტიურ კომუნიკაციაშია, ბოლო დღეების განმავლობაში, ქალაქების წარმოამდგენლებთან და ჰუმატირაული აქცია მათი საჭიროებების მიხედვით დავგეგმეთ.

მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს, მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად  და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწიებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების, აუცილებელი  ნივთების შესაძენად. ქალაქის მერია მოუწოდებს აქციაში ჩართვისკენ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ყველა რიგით რუსთაველს. მუნიციპალიტეტის მერია ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციითსვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე 1 300. მინდა ვთხოვო ყველას, რუსთაველებო გავერთიანდეთ უკრაინისთვის.”- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.