დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება[ფოტო]

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

წინადედებების მიღება 28 მარტს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდება. სატდენრეო დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცე მოეწყობა, სამუშაოებ ფარგლებში იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების და საგამოფენო სტენდის  მოწყობა.

პროექტის თანახმად, დამონტაჟდება სამეთვალყურეო ვიდეოკამერები და მოეწყობა გარე განათება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 363593 ლარია.

პროექტის რენდერები: