სკოლებში საგაზაფხულო არდადეგებია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგებია – განათლების მინისტრის ბრძანებით, საგაზაფხულო არდადეგები გუშინ დაიწყო და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სწავლის განახლებასთან ერთად, მშობლებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლების დისტანციური მოდელი აირჩიონ.

ინფორმაციისთვის, საგაზაფხულო არდადეგები არ ეხება ბაღებს, სადაც ეპიდვითარება სტაბილურია და  ქალაქის მასშტაბით, მხოლოდ ცალკეული ოთხი ჯგუფია დახურული.

ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დანარჩენ ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება და თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.