ნინო ლაცაბიძე: ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება[ვიდეო]

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის ფარგლებში ,,რუსთავის აზოტი“ შემოწმდა.

მსხვილი საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ცენტალური ხელისუფლების და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა საწარმოში არსებული სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. გაეცნენ ,,რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას, ასევე ინფორმაცია მოისმინეს დასაქმებულებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვის უზრუნველყოფის ვალდებულებები დაეკისრათ.

აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.