რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის[ვიდეო]

რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის. ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პროგრამის ბენეფიციარებს რუსთავის მერი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. დღეიდან პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, რუსთავის მერია თვეში 17 საათიან თერაპიას დაუფინანსებს.

მერია დაფარავს ამ ბავშვების სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებში მეცადინეობის ხარჯებსაც. რუსთავის მუნიციპალიტეტი 33 სოციალურ პროგრამას ახორციელებს.

მიმდინარე წელს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი რუსთავში გაზრდილია და მისი საწყისი თანხა 5 მილიონ ლარს შეადგენს.