ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ომარ გუგეშაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა[ვიდეო]

რუსთავში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ომარ გუგეშაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენები.

ომარ გუგეშაშვილი საბჭოთა კაშირის დამსახურებული მწვრთნელია. მას არაერთი ჩემპიონ პრიზიორი ჰყავს აღზრდილი. მათ შორისაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი თემო ყაზარაშვილი.

ომარ გუგეშაშვილს 2017 წელს მიღებული აქვს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება. 2021 წელს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის პარკში მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.