უხვი ნალექი და თოვა – სად უნდა დარეკონ ქვემო ქართლის მცხოვრებლებმა ინფორმაციის მისაღებად

ქვემო ქართლის რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება – უხვი ნალექისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.

ათეულობით სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, ტერიტორიაზე დამატებითი სპეცტექნიკის გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღეს.

მუნიციპალიტეტში 19 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

საჭიროების შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა, ადგილობრივები ასევე მარაგდებიან საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით.

მხარის მასშტაბით, ამოქმედდა ცხელი ხაზის სპეციალური ნომრები, რომლის საშუალებითაც რეგიონის მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიღება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცხელი ხაზია  – 555 99 94 53; 593 76 00 31

ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 551 13 22 13

დმანისის მუნიციპალიტეტი – 599 34 24 39

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 598 59 94 71; 591 30 40 22

წალკის მუნიციპალიტეტი – 599 75 20 36