18 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 18 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სარალი, შულავერი, ალექსეევკა, აგარაკი, შაუმიანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი, ხიდისყური, სამტრედო, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, აღთაკლია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მეგობრობის, გრანელის, 11-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ბროწეულა, დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.