„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 6 მარტს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში;
7 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში აზოტის მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.