ბექა გურულმა გერმანულ კლუბთან AC Lichtenfels კონტრაქტი გააფორმა

რუსთაველმა სპორტსმენმა, ბექა გურულმა ერთ-ერთ წამყვან გერმანულ კლუბთან AC Lichtenfels კონტრაქტი გააფორმა.

22 წლის მოჭიდავე 66 კილო წონით კატეგორიაში გერმანიის კლუბის “ACLichtenfels”-ის სახელით საკლუბო ჩემპიონატში ბუნდეს ლიგაში  იასპარეზებს.

ბექა გურული ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის კადეტთა ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორია.