კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ერთი პაციენტი. ქვემო ქართლში ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 178 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,23%, ბოლო 7 დღის – 1,12%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 076 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 291 გამოჯანმრთელდა, 16 795 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 876 960 აცრა, დღიურად აცრილია 923.