მეორე დღეა რუსთავში, მტკვარში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ. მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
როგორც ირკვევა, მამაკაცის პირადი ნივთები ბოლოს მდინარის ნაპირზე ნახეს. საძიებო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.
როგორც Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.









