“რუსთავში მიმდინარეობს მონიტორინგი, თვითმონიტორინგის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე საწარმოების მიერ შესაბამისი ფილტრების მონტაჟთან დაკავშირებით, რაც ვალდებულებით არის განსაზღვრული. ხუთი ორგანიზაციაა, რომელიც თვითმონიტორინგის სისტემაში არის ჩართული, ორს აქვს განაცხადი გაკეთებული.
გავაგრძელებთ კოორდინაციას შესაბამის საწარმოებთან, რათა ყველა ვალდებულება მაქსიმალურად იყოს შესრულებული. ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა, ვფიქრობ, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელებაა და ჩვენ ბევრი გაცილებით მნიშვნელოვანი სამუშაოების გაწევა მოგვიწევს ბიზნესთან ერთად, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან”– განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტის წევრის, ალექსანდრე დალაქიშვილის კითხვის საპასუხოდ.
ოთარ შამუგიამ კითხვას “მინისტრის საათის” ფორმატში უპასუხა.
პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა: გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია, საწარმოების მიმართ კიდევ მკაცრი მიდგომები ხომ არ იქნება, ვინაიდან რუსთავში ძალიან მძაფრად დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ვფიქრობ, რიგ შემთხვევაში უფრო მკაცრი მიდგომები, პრობლემის მოგვარებას და პრევენციას უფრო ხელს შეუწყობს.









