ოთარ ხმელიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა[ვიდეო]

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

საერთაშორისო ტურნირს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

ტურნირში მონაწილეობას 2006-2007 წელს დაბადებული მოზარდებისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებდა.

შესარჩევი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფში ოთხი გუნდი : “ზაზას აკადემი”ა, “ვინგსი”, “რუსთავი” და “დინამო” გადავიდა.