ორი რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ორი რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს ჩემპოინი გახდა – საბა ბასილიამ (41 კგ) და დავით გაბედავამ (44 კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის, საქართველოს პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ქალაქ ოზურგეთში გაიმართა.