რუსთავში საკრებულოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ და საკრებულოს დეპუტატებმა  9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“დიდი მადლობა დღევანდელი დღის გმირებს, ჩვენი თვითმყოფადობის და დამოუკიდებლობისთვის. იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე საუბარი, ვგრძნობდეთ ამ ყოველივეს თითოეული  ჩვენთაგანი. ეს ყველაფერი უფრო მძაფრდება იმ ფონზე, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს უკრაინაში.” – განაცხადა რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა ნათია შელეგიამ

​”დღეს არის 9 აპრილი, ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღე, როდესაც საქართველომ და ქართველებმა მოიპოვეს თავისუფლება იმ გმირი ადამიანების დამსახურებით, რომლებიც იყვნენ მაშინ, იმ დღეს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ადამიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი  რაც არის, მათ მოპოვებულ თავისუფლებას სჭირდება ბოლომდე დაცვა” – განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა ჯუბა მგელაძემ