რუსთაველი სპორტსმენების მორიგი წარმატება[ვიდეო]

რუსთაველი სპორტსმენების მორიგი წარმატება – მოჭიდავემ, თენგიზ ბარბაქაძემ 3-5 აპრილს ხაშურში გამართულ საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. სპორტსმენმა 6 შეხვედრიდან 5 წარმატებით დაასრულა და მესამე ადგილი მოიპოვა.

შეჯიბრში რუსთავიდან 4 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. 5-7 აპრილს გორში გამართულ გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე, რუსთაველებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.