უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0836 ლარი ეღირება, ევრო – 3.3577 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0309 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0839 ლარი ღირდა, ევრო – 3.3633 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0305 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 აპრილისთვის ამოქმედდება.