კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვემო ქართლში 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 489 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1.95%, ბოლო 14 დღის – 1.94%, ბოლო 7 დღის – 1.65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 577 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 715 გამოჯანმრთელდა, 16 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 865 985 აცრა, დღიურად აცრილია 141.