უკრაინაში ბრძოლის დროს, რუსთაველი მამაკაცი გარდაიცვალა

უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა –  დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა. ჯერჯერობით, ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო, მათი სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.

დავით მენაბდიშვილი რუსთაველი იყო. ის 49 წლის იყო და უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა

რუსთაველი სამხედრო 9 აპრილს ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან ნაღმზე აფეთქდა.