კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 184 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 628 643 გამოჯანმრთელდა, 16 758 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 861 953 აცრა, დღიურად აცრილია ცხრა.